08:48 - 17 Aug, 2026
|
2015-05-30 10:23:52, 1448 ნახვა
მსოფლიო
FIFA-ს პრეზიდენტის პოსტზე კვლავ იოზეფ ბლატერი რჩება
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA-ს) პრეზიდენტის პოსტზე კვლავ იოზეფ ბლატერი რჩება. გუშინ ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგად კი პრეზიდენტი ვერ აირჩიეს. კანდიდატებს შორის 140 საჭირო ხმა ვერავინ დააგროვა. ბლატერმა 133 ხმა მიიღო, მისმა ერთადერთმა კონკურენტმა იორდანიის პრინცმა ალი ბინ ალი ჰუსეინმა - 73. პირველი ტურის შედეგების შემდეგ ჰუსეინმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 79 წლის იოზეფ ბლატერი FIFA-ს 17 წელია ხელმძღვანელობს, ამ თანამდებობაზე კი იგი 2019 წლამდე დარჩება. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის მთავარმა სპონსორებმა განაცხადეს, რომ FIFA-ს შერყეული რეპუტაციის აღსადგენად ბლატერისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდებიან.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)