04:47 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-29 15:04:27, 429 ნახვა

საზოგადოება
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და სეუ-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და სასწავლო ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით ბიუროს თავმჯდომარე იოსებ ბაღათურიამ, ხოლო სასწავლო  ეროვნული უნივერსიტეტის მხრიდან − რექტორმა გია კავთელმა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს სტუდენტებში ფულად-საკრედიტო ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამგვარი ვალდებულებების წარმოშობისა და შესაძლო შედეგების შესახებ მათ ინფორმირებას.
მემორანდუმის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებენ ლექცია-სემინარებს ქართულ სააღსრულებო სისტემაზე, დარღვეულ სამოქალაქო უფლებების აღდგენის კანონიერ და მარტივ გზებზე.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სეუ-ს სტუდენტებს  საჯარო ლექცია ჩაუტარეს.
აღსრულების ეროვნული ბიურო  მომავალშიც აპირებს, ხელი შეუწყოს სტუდენტებში  ფულად-საკრედიტო ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics