|
2018-06-14 12:44:27, 4342 ნახვა
სპორტი
ირაკლი კობახიძე: ამ ეტაპზე, არ იქნება სწორი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება
სხვადასხვა მიზეზის გამო, არ იქნება ქვეყნისთვის ამ ეტაპზე სწორი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განუცხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა კიდევ უფრო შემცირდეს, ასევე, თეორიულად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას კიდევ უფრო გადაავადებს. „მგონია, სხვადასხვა მიზეზის გამო, რომ არ იქნება ქვეყნისთვის ამ ეტაპზე სწორი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, მათ შორის, იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს თუ არის 33 დეპუტატი წარმოდგენილი ოპოზიცია პარლამენტში, დღეს რომ ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, შეიძლება, ოპოზიციის წარმომადგენლობა იყოს კიდევ უფრო მცირე. ამას ვამბობ ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გარემოება ჩვენ მიგვითითებს იმაზე, რომ ჯობია, არ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ასევე, შეგახსენებთ იმას, რომ თუ ჩატარდება დღეს, პირობითად, თეორიულად, საპარლამენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში, პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება კიდევ უფრო მეტად გადავადდება 2 წლით, რაც იქნება არასწორი მოვლენა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ქვეყნის განვითარებისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)