|
2018-06-11 18:38:52, 3315 ნახვა
სპორტი
ზაზა სარალიძე - ზვიად კუპრავასთვის პატიმრობის შეფარდება წინასწარ განზრახული ქმედებაა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ 3 პირს 14 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, ზაზა სარალიძე მიზანმიმართულ ქმედებად აფასებს. მისი თქმით, წინასწარ იყო განზრახული, რომ კუპრავა და მისი მეგობრები აქციებს ვერ დასწრებოდნენ. მისივე თქმით, იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც კუპრავას და სხვების დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას მიმართავს, მანამდე კი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება. „ეს იყო წინასწარ დაწერილი ყველაფერი. განაჩენიც წინასწარ იყო გათვლილი. მიზანი არის კუპრავას და ჩემი მეგობრების დისკრედიტაცია, რომ ისინი ვეღარ დაესწრონ აქციას",- განაცხადა სარალიძემ. შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი დღეს დილით დააკავეს. როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)