13:19 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 11:25:22, 673 ნახვა

საზოგადოება
დონალდ ტრამპი ქართველ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ულოცავს.

"ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო!

პირადად თქვენ და ქართველ ხალხს გილოცავთ დამოუკიდებლობისა და პირველი რესპუბლიკის საუკუნოვან იუბილეს. საქართველო უძველესი და ულამაზესი ისტორიის მქონე შესანიშნავი ქვეყანაა. მას ბევრჯერ შეუტანია წვლილი დასავლურ კულტურაში - მათ შორის, მუსიკაში, არქიტექტურასა და კულინარიაში.

თქვენი ჯარისკაცები გაბედულად იბრძვიან და თავს სწირავენ ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთსა და ერაყში.

ამერიკის შეერთებული შტატები განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ჩვენს ორ დიდებულ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავების პირობებში ველი ჩვენი ერების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობათა გამოვლენასა და გამოყენებას", - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics