12:06 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 16:46:11, 1104 ნახვა

საზოგადოება
ღუდუშაურში ადასტურებენ, რომ მათთან ცხინვალის რეგიონიდან პაციენტი შეიყვანეს

ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველი მოადგილე, მარინა გელანტია ადასტურებს, რომ 7 ივნისს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტი გადმოიყვანეს.

რაც შეეხება კითხვას - იყო თუ არა აღნიშნული პაციენტი ასლან ჯიოევი, გელანტიამ აღნიშნა, რომ მის ვინაობას ვერ დაასახელებს.

„კლინიკაში 7 რიცხვში გამთენიისას შემოყვანილია ორგანიზაცია წითელი ჯვრის მიერ პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ღია ტრავმა, გულმკერდის დაჟეჟილობა, ტვინის დაჟეჟილობა, ამასთანავე ქალა-ფუძის და ქალა-სარქვლის მოტეხილობა. სასწრაფო წესით გაყვანილი იქნა ნეიროქირურგების მიერ საოპერაციოში, რის შემდეგაც აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მარინა გელანტიამ.

შეგახსენებთ, ანტიოკუპაციური მოძრაობის „ძალა ერთობიაშია“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. ქაცარავას განცხადებით, ჯიოევი ახალგორის ე.წ. მილიციის უფროსის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრია, ხაჩიროვი კი, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics