11:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 15:58:00, 1008 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: პირველ კვარტალში მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 20 პროცენტით გაიზარდა

„საქართველოს ეკონომიკა და მისი მდგრადობა დამყარებულია  კერძო სექტორის განვითარებაზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება და ბიზნესსექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების შთამბეჭდავი ზრდა ფიქსირდება", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქსტატის" მიერ საწარმოთა საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 „საქსტატის" ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა და 18.0 მლრდ. ლარი შეადგინა. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის 20.0 პროცენტით არის გაზრდილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა მაშინ, როდესაც მსხვილი საწარმოების ბრუნვა 17.1%-ით არის გაზრდილი",  - აღნიშნა მედიის წარმომადგენლებთან დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან, „საქსტატის" მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში საშუალო საწარმოების ბრუნვის ზრდამ 20.5%-ით, ხოლო მცირე ზომის საწარმოების ზრდამ  19.6% შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ბიზნესსექტორის გამოშვება 8.7 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 16.0%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მათ შორის:  მსხვილი საწარმოების გამოშვება გაიზარდა 14.6%-ით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება გაიზარდა 17 პროცენტით. [საშუალოსი 17.7%-ით, ხოლო მცირე საწარმოების 16.4%-ით].  აღსანიშნავია, რომ 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნესსექტორის გამოშვების ზრდაში  მცირე და საშუალო საწარმოების წვლილმა გამოშვების ზრდაში 9.5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics