|
2018-06-06 18:44:53, 1499 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი გაერთიანებული ენერგეტიკული „ფედერალური ქსელის კომპანიის“ მმართველობის თავმჯდომარეს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საჯარო სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა ფედერალური ქსელის კომპანიის" მმართველობის თავმჯდომარეს, ანდრეი მუროვს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და სს გეს „საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორი ბაჩანა სულაძე. შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა სტუმრებს ქვეყნის ენერგეტიკის ბაზრის რეფორმირებისა და ელექტროენერგიის თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმის შედეგად, საქართველო გადაიქცეს რეგიონალურ ჰაბად ელექტროენერგიის გაყიდვების მიმართულებით. დასასრულს, მხარეები 'საქრუსენერგოს" შემდგომი განვითარების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ.
(NS)
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)