21:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 08:54:55, 1506 ნახვა

პოლიტიკა
დადუნაშვილის მამა: პრემიერი დაგვპირდა, რომ ბევრი რამე იქნება შესწავლილი და გამოსწორებული

ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, დავით დადუნაშვილი მივიდა.

როგორც ლევან დადუნაშვილის მამამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ არ შეეძლო აქციაზე არ მისულიყო. მისივე თქმით, მთავრობა არ უარყოფს, რომ მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში უყურადღებობაა დაშვებული.

„ყველას მადლობას გეტყვით. მე პრემიერთან ვიყავი შეხვედრაზე და არ შემეძლო არ მოვსულიყავი აქ. ერთი ისაა, რომ მაჩალიკაშვილიც და ზაზაც სიმართლეს ეძებენ. ის სიმართლე მათ აუცილებლად უნდა გაიგონ. უყურადღებობა რომაა დაშვებული, ამას მთავრობა არ უარყოფს. მე მჯერა რომ ისინი ამას ყურად იღებენ და გამოასწორებენ.

კიდევ ერთი მინდა ვთქვა, ეს მქონდა გულში. ნინო ლომჯარიას მიმართ ასე არ უნდა მოქცეულიყავით, მან ჩემთვის და ამ საქმისთვის ბევრი გააკეთა. კაცები, ახალგაზრდები, ქართველი კაცები იმით გამოირჩევიან, რომ ქალების მიმართ ყოველთვის უფრო მიმტევებლები უნდა იყვნენ. ეს მინდოდა აღმენიშნა. თქვენ კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ“, - მიმართა დადუნაშვილის მამამ ვაკის პარკში შეკრებილებს.

მისივიე თქმით, იგი პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრით ძალიან კმაყოფილია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics