12:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 15:55:12, 1134 ნახვა

კომენტარი
თადუმაძე: პრემიერი მზად არის, შვილმკვდარ მშობლებს და მათ ადვოკატებს შს მინისტრთან ერთად შეხვდეს

„პრემიერი მზად არის, შვილმკვდარ მშობლებს შეხვდეს თავიანთ ადვოკატებთან ერთად“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შალვა თადუმაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა  შს მინისტრთან და სახალხო დამცელთან ერთად გაიმართება.

„პრემიერ-მინისტი გიორგი კვირიკაშვილი,  მზად არის,  მათივე მოთხოვნით შეხვდეს  ზაზა სარალიზეს ადვოკატთან ერთად ასევე, მალხაზ მაჩალიკაშვილს, მათ შეხვედრას დაესწრება გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, პრემიერი მზად არის აღნიშნულ პირებს შეხვდეს ახლავე“, -აღნიშნა შალვა თადუმაძემ

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან, ასევე ანტისამთავრობო აქციის ლიდერთან, ზვიად კუპრავასთან და სხვა ოპოზიცოინერ პოლიტიკოსებთან  ერთად, პრემიერთან შედსახვედრად კანცელარიასთან მივიდა. სარალიძემ აღნიშა, რომ თუ მის თანმხლებ პირებს ადმინისტრაციაში არ შუშვებენ, პრემიერს არ შეხვდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
გადაიღე ფინტი და გახდი PS5-ის მფლობელი - sCoolApp-ისა და GUPSPORT-ის ვიდეოკონკურსი დაიწყო
პენიტენციურის უფროსი: პროცესი, რაც მიმდინარეობს, უკვე აბსურდის თეატრს ემსგავსება
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics