11:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 00:11:29, 1509 ნახვა

კომენტარი
ზვიად კუპრავა: მე და ზაზა სარალიძე ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ აღარ ვართ თანამებრძოლები

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ზვიად კუპრავას განცხადებით, ის და ხორავაზე ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე დღეიდან თანამებრძოლები აღარ არიან.

„მე და ზაზა სარალიძე ვიყავით მეგობრები, ვართ და ვიქნებით. მაგრამ აღარ ვართ დღეიდან თანამებრძოლები. მე ზაზას სიმართლისთვის მაინც ვიბრძოლებ“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ცნობისთვის, საპატრულო პოციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინა აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის გარკვეული შეხლა-შემოხლა მოხდა. მისი თქმით, უთანხმოება აქციის სამომავლო გეგმებს უკავშირდებოდა. ამასთან, კუპატაძემ აღნიშნა, რომ კარავში, სადაც სარალიძე და კუპრავა იმყოფებოდნენ, რამდენიმე ნასვამი ადამიანი იყო, რომელთაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ამ დროისთვის, ზაზა სარალიძე კვლავ პარლამენტის შენობასთან იმყოფება. რაც შეეხება ზვიად კუპრავას, მან ეროვნულ-დემოკრატიულ ოფისში გადაინაცვლა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics