15:46 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 21:58:58, 1423 ნახვა

სამართალი
შსს: მოზარდების მკვლელობის საქმის მოწმეები გვაწვდიან ინფორმაციას - ახალი გარემოებები იკვეთება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მოწმეები გარკვეული დოზით აწვდიან ინფორმაციას და გარკვეული მიმართულებით ახალი გარემოებები იკვეთება. 

როგორც ბორცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, ის ვერ ისაუბრებს, რომელი მოწმე რას ამბობს. 

„ჩვენთვის ცნობილი გახდა გარკვეული ახალი დეტალები, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ეს დამოკიდებულია დროსა და საგამოძიებო მოქმედებებზე, რომელთაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ. ვფიქრობ, მხოლოდ მოწმეების დაკითხვაზე არ ვართ დამოკიდებული, მაგრამ ამ საქმეზე უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანებისა და მოწმეების ჩვენება, ვინც გარკვეული დოზით ინფორმაციას ფლობს ამ საზარელ მკვლელობაზე“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics