15:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 21:46:36, 1452 ნახვა

სამართალი
ფილარმონიასთან 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 7 კი, გამოკითხვაზეა გადაყვანილი

ფილარმონიასთან „ქართული მარშის“ აქციაზე დაკავებული პირებიდან 7 გამოკითხვაზეა გადაყვანილი, ხოლო ოთხი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.

ცნობისთვის, ფილარმონიასთან შეკრებილმა „ქართული მარშის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა მათივე თქმით, პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან და ეს მათთვის მიუღებელია. სწორედ აღნიშნულის გამო გადაწყიტეს კონტრაქციის გამართვა. ადგილზე მცირე ინციდენტიც მოხდა. "ქართული მარშის" ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics