17:36 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 11:18:12, 1231 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო გერმანიის გენერალური შტაბის უფროსს მასპინძლობს

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი იმყოფება.

გენერალ ებერჰარდ ცორნმა შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართა.

სამინისტროს ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. რის შემდეგაც ორი ქვეყნის გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. განხილვის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში მათ შორის ავღანეთში, საერთაშორისო სამშვიდო მისიაში ერთობლივი მონაწილეობის, სამხედრო განათლების, რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ)თანამშრომლობის საკითხები იყო.

ლევან იზორიამ ებერჰარდ ცორნს საქართველოში ვიზიტისა და გერმანიის მიერ გაწეული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრის განცხადებით, ეს ვიზიტიც ცხადყოფს, თუ რამდენად ღრმა, საფუძვლიანი და პერსპექტიულია საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ურთიერთობა. ლევან იზორიამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური განვითარების პროცესში გერმანიის როლი გაიხსენა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანელების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.

დღესვე, გენერალმა ებერჰარდ ცორნმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბუნდევერის გენერალ-ინსპექტორი კრწანისში მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics