|
2018-05-31 10:31:30, 10565 ნახვა
კულტურა
ParaShoot - სოციალურ თემებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონი გაიხსნა
"გონება პარაშუტივითაა, არ მუშაობს თუ არ გახსნი! " - მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონმა სახელწოდებით ParaShoot სტარტი აიღო. მარათონს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ატარებს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სოციალური საკითხების წინ წამოწევას და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების გამოჩენას. ParaShoot-ში მონაწილეობას იღებს მოყვარული და პროფესიონალი რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდიუსერებისგან შემდგარი 20 გუნდი. მათ 72 საათი აქვთ იმისათვის, რათა დაგეგმონ, გადაიღონ და დაამონტაჟონ მოკლე ფილმი სოციალურ თემაზე. მარათონი გაიხსნება 31 მაისს, 11 საათზე და გაგრძელდება 3 ივნისამდე. ექსპერტთა გუნდი გამარჯვებულ ფილმებს ორ კატეგორიაში შეარჩევს: პროფესიონალები და მოყვარულები. პროექტის პარტნიორები გამარჯვებულ გუნდებს დააჯილდოებენ სხვადასხვა პრიზით (Macbook Pro, iPad Pro) და ფულადი პრემიით (3,000 ლარი), რათა მომავალშიც განაგრძონ სოციალური თემების მხარდაჭერა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება საუკეთესო ფილმების ღია ჩვენება. ParaShoot-ის ფარგლებში მარათონის მონაწილეთათვის მასტერკლასს გამართავს სოციალური აქტივისტი და კინემატოგრაფი ლინა სრივასტავა. ლინამ სოციალური ინოვაციის სტრატეგიული გეგმა შეიმუშავა მრავალი დოკუმენტური ფილმისთვის, მათ შორისაა ოსკარის მფლობელი Born into Brothels, ემიზე ნომინირებული The Devil Came on Horseback, ასევე ოსკარის მფლობელი Inocente და სანდენსის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელი Who Is Dayani Cristal? ParaShoot-ი ამერიკის საელჩოს პროექტია. მარათონს ატარებს დემოკრატიის ლაბორატორია. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა.
(R)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)