20:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 17:08:44, 1473 ნახვა

პოლიტიკა
„აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია“ - სახელმწიფო დეპარტამენტი სირიის გადაწყვეტილებას გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, "აშშ გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს".

სახელმწიფო დეპარტამენტმა დასძინა, რომ აღნიშნული რეგიონები საქართველოს ნაწილია. 

"აშშ-ს პოზიცია აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხზე უცვლელია. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სრულად ვუჭერთ მხარს. ამასთან, ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, გაერო-ს წესდების თანახმად თავიანთ ვალდებულებებს ყურადღებით მოეკიდონ. კიდევ ერთხელ, აშშ რუსეთს მოუწოდებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად თავისი ჯარები ომამდე არსებულ პოზიციებზე გაიყვანოს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics