14:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 14:58:53, 1321 ნახვა

სამართალი
შსს-მ გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან იარაღის მუქარით ბანკიდან თანხა გაიტაცა და მიმალვას ცდილობდა.

„ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულია 1977 წელს დაბადებული ზ.ლ. ჩადენილი დანაშაული 5-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სამედიცინო პირბადე, ხელთათმანები, ფულადი თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი (სავარაუდოთ პნევმატური იარაღი), რომელიც შესაბამისი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

სამართალდამცველებთან პირველადი გამოკითხვისას დაკავებულმა ზ.ლ.-მ აღიარა რომ, მან  2018 წლის 27 თებერვალს „ლიბერთი ბანკის“ იგივე ფილიალზე განახორციელებულა ყაჩაღობა, საიდანაც იარაღის მუქარით გაიტაცა ფულადი თანხა და მიიმალა.

გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი  ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics