|
2018-05-28 16:21:56, 790 ნახვა
რეგიონი
საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა ხურვალეთის მავთულხლართებთან აქციის გამართვა ვერ შეძლეს
საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ. მათ ხანდაზმულთა თავშესაფრის ბენეფიციარები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს. სათვისტომოს წარმომადგენლები ხურვალეთში, მავთულხლართებთან რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის გამართვას გეგმავდნენ. თუმცა, „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტის ინფორმაციით, პოლიციამ უსაფრთხოების გარანტიათა არარსებობის გამო, ამ აქციის ჩატარების ნება არ დართო. საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა მავთულხლართებისგან მოშორებით სიმბოლური აქცია გამართეს, საჰაერო ბურთები გაუშვეს და საქართველოს ჰიმნი შეასრულეს. ამის შემდეგ, სათვისტომოს წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მშვიდობიანი აქციის სოფელ ერგნეთში გამართვა, სადაც პოლიციის თანხლებით მივიდნენ. ცნობისთვის, საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლები, რომელთა ნაწილი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შთამომავლები არიან, საქართველოს სტუმრობენ პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან მეასე წლისთავის აღსანიშნავად.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)