18:08 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 12:56:24, 1589 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ოფიციალურ მიღებაზე საერთაშორისო დელეგაციებს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტის,  პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, საერთაშორისო დელეგაციებისათვის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ირაკლი კობახიძემ საქართველოში დამოუკიდებლობის აღსანიშნავ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის სამუშაო ვიზიტად მყოფ 20 - მდე უმაღლესი დონის დელეგაციის ლიდერებსა და პრეზიდენტებს უმასპინძლეს.

სტუმრებს პრეზიდენტის სასახლის ფოიეში მოწყობილი გამოფენა ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დაათვალიერებინა.

საზეიმო დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებმა სიმბოლურად, ერთობლივი ფოტო გადაიღეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics