06:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 18:53:50, 1631 ნახვა

ეკონომიკა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან

საქართველო პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებები წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს. პირველი, რაც  ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, თემატურად გაფორმებული საერთაშორისო თუ შიდა აეროპორტებია. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი აეროპორტი დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად მზად არის.

ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილი თემატიკით გააფორმეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი. 

,,საქართველოს ყველა აეროპორტის ბრენდირება დასრულებულია. ხვალინდელ დღეს, სხვა აეროპორტების მსგავსად ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიც ღირსეულად შეხვდება. თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში ხვალ გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრენდირებული ღვინოები და ტკბილეული დაურიგდებათ,-‘’განაცხადა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის თემატიკით დატვირთული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics