02:24 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 15:34:48, 1401 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორიამ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მე-2 ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი გზავნილი იყო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორიამ ვაშინგტონში, მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის რიგით მეორე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და ყურადღება გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში აშშ-საქართველოს თანამშრომლობასა და პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა.

„წელს მნიშვნელოვანი რეფორმები გვაქვს განზრახული, მათ შორის შესყიდვების ნაწილში. ბატონი მეტისის მოადგილესთან შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის თვალსაზრისით, გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში შემდგომი ნაბიჯების გადადგმა იყო. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოსა და აშშ-ის შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობაზე გააკეთა აქცენტი. ლევან იზორიას განცხადებით, მეგობრობა ძლიერია, როდესაც ის საერთო ფასეულობებსა და ინტერესებს ეფუძნება, ერთიანობა კი - პარტნიორობის სიძლიერეა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics