|
2015-05-26 11:06:20, 1378 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძემ ვარდების მოედანზე „დელტას“ მიერ გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა
გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ვარდების მოედანზე თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრ „დელტას“ მიერ გამოფენილი პროდუქცია დაათვალიერა და საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „მინდა მოგილოცოთ ყველას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მნიშვნელოვანი დღეა, ნამდვილად ყველასთვის დღესასწაულია. სასიხარულოა, რომ თავდაცვის სამინისტრომ და „დელტამ“, ერთობლივად აწარმოეს თავისი შეიარაღების არსებულისა და დაგეგმილის წარმოების გამოფენა. აქ მშვენივრად არის წარმოდგენილი ის პოტენციალი, რაც „დელტას“ გააჩნია“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ. მოსახლეობას „დელტას“ სხვადასხვა დანიშნულების ტექნიკის, მათ შორის ცეცხლსასროლი და მხარდამჭერი შეიარაღების დათვალიერების საშუალება აქვს. წელს „დელტას“ 15 ახალი პროდუქტი აქვს წარმოდგენილი: საცეცხლე დანადგარები, ჯავშანტრანსპორტიორები, ვერტმფრენი, ნაღმტყორცნი, სნაიპერული შაშხანები და წვრილ კალიბრიანი შეიარაღება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)