03:13 - 26 Jun, 2026
|
2018-05-15 18:16:11, 1795 ნახვა
ეკონომიკა
აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 17.1%-ით გაიზარდა
2018 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 123.9 მლნ აშშ დოლარი (300.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.1 პროცენტით (18.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.74 პროცენტი იმ 15 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 15 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 92.68 პროცენტი მოდიოდა. სებ-ის ცნობით, 2018 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (44.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.5 მლნ აშშ დოლარისა (37.6 მლნ ლარისა) გასული წლის აპრილში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)