22:54 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-13 21:46:04, 1563 ნახვა

სამართალი
რუსთაველზე კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს - ერთ-ერთს სასწრაფო დახმარება დასჭირდა

რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

9 აპრილის მემორიალთან, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ აქციას მართავს, კონტრაქციის მონაწილეები ცდილობენ მისვლას. მათ ამის საშუალებას სამართალდამცავები არ აძლევენ.

კონტრაქციის მონაწილეები პერიოდულად ცდილობენ პოლიციის კორდონები გაარღვიონ, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთი მცდელობის დროს სამართალდამცველებმა 3 პირი დააკავეს. მათგან ერთ-ერთს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა მისი გადაყვანა საჭირო არ გახდა.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე სამართალდამცველების დამატებითი ძალებია მობილიზებული. კონტრაქცია მიმიდნარეობს როგორც თავისუფლების მოედნის, ისე კინო რუსთაველის  მხრიდან.

ცნობისთვის, მეორე დღეა პარლამენტის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს, სადაც კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. წუხელ აქციის რამდენიმე მონაწილემ 9 აპრილის მემორიალზე იცეკვა, რასაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ ამ ქმედებით მემორიალის შეურაცხყოფა მოხდა და კონტრაქციებს მართავენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics