19:41 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 19:28:59, 1581 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - ვიდეო

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ინციდენტი მოხდა.

მოქალაქემ, რომელიც აქციის მონაწილე არ იყო, ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს და აქციის ორგანიზატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, პროვოკაციებს არ აყვნენ:

„ეს არის პროვოკატორი და გთხოვთ არ აყვეთ. ხელი მას არ უნდა დაედოს. ეს არის მშვიდობიანი აქცია. ყველამ უნდა ნახოს, რომ ჩვენ ხალხს ფიზიკურად არ ვუპირისპირდებით. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, დაგვიცვან მსგავსი პროვოკაციებისგან და აკონტროლონ სიტუაცია“, - მიმართა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ადგილზე შეკრებილებს.

მოქალაქე აქციის ორგანიზატორებმა მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.

ადგილზე ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია. საპროტესტო აქცია კონცერტით გრძელდება.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics