22:14 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 15:41:32, 1545 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ივანიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში სხვა  პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე ივანიშვილის გადაწყვეტილება პარტიას გააძლიერებს:

"ივანიშვილის გადაწყვეტილება გააძლიერებს პარტიას. პარტიის ხელმძღვანელობა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას და მისი დაბრუნება ნიშნავს პარტიის გაძლიერებას.ეს კი  ქვეყნის მომავალზე აისახება პოზიტიურად",-განაცხადა მდინარაძე.

რაც შეეხება მოქმედ პრემიერს, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ის პოლიტიკური საბჭოს რიგით წევრად დარჩება.

"მოქმედი პემიერი, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, იქნება პილიტსაბჭოს წევრი. ეს ადამიანი ძალიან პოზიტიური ადამიანია, თავისი საქმის კარგად მცოდნე. ვფიქრობ, პრემიერს დამატებითი ფუნქციები იმასთან დაკავშირებით, რომ  მაინცდამაინც პარტიაში ეკავოს რაიმე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა, აღარ სჭირდება. მას აბარია ქვეყანა და აქვს უდიდედი პასუხიმგებლობა ქვეყნის წინაშე, რასაც კარგად ართმევს თავს",-განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics