2015-01-19 13:38:48, 1044 ნახვა
საზოგადოება
სამებაში მამა ილია კარტოზიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში მამა ილია კარტოზიას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.
მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის დასრულების შემდეგ პატრიარქი ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წყალს აკურთხებს, რასაც დიდი აიაზმა ეწოდება.
წყლის კურთხევის შემდეგ კი, უწმინდესი მრევლს ქადაგებით მიმართავს და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავს.
ქადაგების შემდეგ მამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთაში გადაასვენებენ. 20 იანვარს კი, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ, სადაც მსახურობდა.
შეგახსენებთ, რომ ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდის გადარჩენა მოხერხდა, მამა ილია კი ზღვაში დაიხრჩო. მან ბორანზე ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან