|
2015-05-25 16:13:10, 849 ნახვა
ეკონომიკა
ინიციატორების მტკიცებით, ფასიანი ქაღალდების მარეგისტრირებელ ორგანოდ კვლავ ეროვნული ბანკი დარჩება
დეპუტატების-თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის ინიციატივა, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას გულისხმობს, პარლამენტის ბიუროს წარედგინა.ცვლილება 13 კანონში შედის. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, პაკეტში შემავალი ერთი კანონიდან გამომდინარე, საქმე ეხება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონს. ამ პროექტით, ფასიანი ქაღალდების მარეგისტრირებელ ორგანოდ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო სახელდება, ნაცვლად ეროვნული ბანკისა. ასეთ შემთხვევაში, საჭირო გახდებოდა სარეგისტრაციო მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებობა, სადაც დარჩენილია ნორმა, რომ ამ რეგისტრაციას ეროვნული ბანკი ახორციელებს.ინიციატორების მტკიცებით, ეს ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს რჩება და სააგენტოსთვის ამ ფუნქციის გადაცემის აუცილებლობა არ დგას და საქმე ტექნიკურ ხარვეზთან გვაქვს. შესაბამისად, ბიუროზე განმარტეს, რომ ვინაიდან ფასიანი ქაღალდების მარეგისტირებელ ორგანოდ როგორც დღეს არის, კვლავ ეროვნული ბანკი დარჩება, წარმოდგენილი კანონპროექტის დამატების აუცილებლობა აღარ იქნება. კანონპროექტის განსახილველად წამყვან კომიტეტად საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი, სავალდებულო დასკვნისთვის კი, დარგობრივი და ეკონომიკიური პოლიტიკის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დასახელდა.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)