|
2018-05-10 17:59:57, 1004 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში 50 სტუდენტი ახალ პროფესიას შეიძენს
დღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50-მა სტუდენტმა ახალი პროფესიების დასაუფლებლად აჭარის დასაქმების სააგენტოს ,,სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის’’ პროგრამის ფარგლებში, სწავლა დაიწყო. ბართენდერი, სარესტორნო მომსახურება, მიღება-განთავსების სპეციალისტი, კულინარიის ხელოვნება, საფინანსო საქმე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი - ეს ის პროფესიებია, რომელშიც მოხდება სტუდენტების გადამზადება. დასაქმების ხელშეწყობისა და სამუშაო გამოცდილების მიღების მიზნით, დასაქმების სააგენტო საპილოტე პროგრამას - “სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობას“ ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ახალ პროფესიულ უნარებს სწავლასთან თავსებადი გრაფიკით დაეუფლებიან. პროგრამა სპეციალურად სტუდენტებისთვის მოკლევადიანი სასწავლო მოდულით არის შემუშავებული, რომელიც მოიცავს: თეორიულ და პრაქტიკულ კურსს პროფესიული მიმართულებით; უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლებას პროფესიისათვის საჭირო ტერმინოლოგიითა და სამუშაო გამოცდილების მიღებას საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფის გზით. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები თვითპრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, დამატებით გაივლიან მოკლევადიან სპეციალიზირებულ ტრენინგ კურსს შემდეგი მიმართულებით - რეზიუმეს, სამოტივაციო წერილის შედგენა და გასაუბრებაზე მოქცევის წესები.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)