2018-05-09 12:58:00, 2107 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული ოკუპაციის პრობლემა მოგვარდეს
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული ოკუპაციის პრობლემა მოგვარდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა მნიშვნელოვანია.
„ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა. რა თქმა უნდა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსული ოკუპაციის პრობლემა მოგვარდეს. ამაში გადამწყვეტია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და ძალისხმევა. ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და დარწმუნებულ ვარ, რომ საბოლოოდ, მათი მხარდაჭერით და თანადგომით ეს პრობლემა მოგვარდება",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ავტორი: ,