16:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 10:48:14, 1811 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურ „გურამიშვილზე“ მგზავრთა მიღება განახლდა

მეტროსადგურ „გურამიშვილზე“ ნაწილობრივ დასრულდა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გარემონტდა ზედა ვესტიბიული და დახრილი გვირაბი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სადგურმა მგზავრთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განაახლა.

"რეაბილიტაციის ფარგლებში, გასუფთავდა და შეიღება ზედა ვესტიბიულის და დახრილი გვირაბის თაღები, დამონტაჟდა ახალი ენერგოეფექტური სანათები, შეიცვალა დაზიანებული მარმარილოს ფილები, კედლები დასუფთავდა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით, რის შემდეგაც მოხდა მათი პოლირება სპეციალური ტექნოლოგიით. ასევე, შეიცვალა მეტროსადგურის შესასველი კარი და ვიტრაჟი, კონტროლიორის ჯიხურები და დამონტაჟდა მგზავრთა ნაკადის გამყოფი ახალი ბარიერები. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა მომსახურე პერსონალის ოთახების რემონტი და კეთილმოწყობა. პარალელურად, სადგურის ქვედა ბაქანზე მოიხსნა ბეტონის თაღის წყალამრიდი ქოლგა. დაიგეგმა მოსაცდელი ბაქნის სალიანდაგო ბეტონის და არსებული თაღის კველვითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, განახლდება ქვედა სადგურის პროექტირება-რეაბილიტაცია. ქვედა ბაქანის სარემონტო პროცესი იწარმოებს ღამის საათებში და არ გამოიწვევს მგზავრთა გადაადგილების შეფერხებას", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა
ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში 15 ივლისს ჩავა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics