15:03 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 16:33:50, 1687 ნახვა

საზოგადოება
შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში, დღეს, 4 მაისს, სსე-მ ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა.

მოსწავლეები კომპანიის სათავო ოფისს ესტუმრნენ და ცენტრალური სადისპეტჩერო მოინახულეს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. მოსწავლეები გაეცნენ სადისპეტჩეროს ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ჩაუტარდათ მცირე ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ცენტრალური სადისპეტჩეროს შემდეგ, მოსწავლეებმა სსე-ის სასწავლო ცენტრი და ქვესადგური “ნავთლუღი 220“ დაათვალიერეს. 

ენერგეტიკული მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერისთვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს, ამიტომ ახალი თაობისთვის ამ თემაზე ინფორმაციის მიწოდება და ახალგაზრდების დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. უფროსკლასელებთან შეხვედრები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics