|
2018-05-04 16:27:48, 827 ნახვა
რეგიონი
შუახევში აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს წარმომადგენლებმა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. ღონისძიებას საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი, უფროსის მოადგილეები, შუახევივის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, შუახევის არქივის ხელმძღვანელი კახა დავითაძე, საარქივო სამმართველოს სამსახურის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები და თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ღონისძიება გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი. მოხსენებებით გამოვიდნენ და აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 140 წლისთავის შესახებ ისაუბრეს სარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილეებმა სოსო სტურუამ, ბესიკ ბაუჩაძემ; საზღარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, პუბლიკაციის და გამოყენების სამსახურის უფროსმა თამაზ ფუტაკარაძემ და საარქივო სამმართველოს აღრიცხვისა და სამეცნიერო - საცნობარო განყოფილების უფროსმა მაია რურუამ. სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ასევე შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გირგი დავითაძემ. ღონისძიების მსვლელობისას ნაჩვენები იქნა აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების ამსახველი სლაიდშოუ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)