|
2018-05-04 15:22:03, 626 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ოქროპილაურის მოსახლეობას შეხვდა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან ერთად ოქროპილაურის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ფრიდონ ფუტკარაძემ მოსახლეობას მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებზე, სოციალურ პროგრამებზე და სიახლეებზე ესაუბრა. მოისმინა სოფლად არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია და მათთან ერთად დასახა მოგვარების გზები.რიგი საკითხი შეხვედრის მსვლელობის დროს გადაწყდა.
აღინიშნა და მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა ოქროპილაურის სარწყავი არხის აღდგენის თაობაზე, რაც მათივე თქმით 3 წელი არ მუშაობდა და მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ინიციატივითა და ჩატარებული სამუშაოების შემდეგ შევიდა ექსპლუატაციაში. მერის ინიციატივით, სოფლის და მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მალე დაიწყება მუშაობა ოქროპილაურის ახალი კაპიტალური ხიდის საპროექტო სამუშაოებზე. მისივე განცხადებით ქროპილაურში დაგეგმილია და მალე დაიწყება პრობლემურ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)