15:37 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 16:17:38, 948 ნახვა

რეგიონი
სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ხიდის პროექტირება-მშენებლობა იწყება

საქართველოსა და სომხეთს შორის "მეგობრობის ხიდის“ პროექტირება-მშენებლობა იწყება. მშენებელი კომპანია გამოვლენილია და ამ ეტაპზე, საზედამხედველო კომპანიის შერჩევის პროცედურები მიმდინარეობს.

ახალი ხიდი, მდ. დებედაზე, სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე აშენდება. „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობას,  საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) აფინანანსებს. ხიდის მშენებლობისთვის  EBRD-მა, საქართველოს 6 მილიონ ევრომდე გამოუყო.

სამუშაოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს. ერთობილივი ხიდის  მშენებლობის პროექტი რეგიონში უნიკალურია, ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე იქნება, მეორე — სომხეთის. მხარეებმა დაფინანსებაც გაიყვეს — კრედიტის 50%-ს სომხეთი გადაიხდის, დანარჩენ 50%-ს კი - საქართველო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, სადახლო-ბაგრატაშენის ხიდის მშენებლობისა და ვადების საკითხზე, EBRD-ის პროექტის ახალ ხელმძღვანელს ანდრეი მაქსიმოვიჩს შეხვდა და პროექტის დეტალები განიხილა. 

ახალი ხიდი სომხეთიდან საქართველოში და საქართველოდან სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ დაკავშირებას უზრუნველყოფს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნებთან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics