|
2018-04-30 12:46:01, 908 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პირველი მასშტაბური საჩვენებელი სწავლება გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით, ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზის ოთხ ლოკაციაზე პირველი ფართომასშტაბიანი საჩვენებელი სწავლება გაიმართა. წვრთნა 31-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულის ოცეულმა ჩაატარა. საჩვენებელ სწავლებას 31-ე ბატალიონის და ბაგრამის საავიაციო ბაზის ხელმძღვანელობა აკვირდებოდა. სწავლების სცენარი ბრძანების გაცემას, პირადი შემადგენლობის ბრძოლისწინა აღჭურვას და შემოწმებას, სამოქმედო რაიონში გადაადგილებას, ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენას, საპატრულო ბაზის დაკავებას, დაშავებულის ევაკუაციას, სოფლის უხუცესებთან შეხვედრა-გასაუბრებას და სწავლების შემდგომ მიმოხილვას მოიცავდა. სწავლების მიზანი ქართველი მშვიდობისმყოფელების მუდმივი საბრძოლო მზადყოფნა და ტაქტიკურ-ტექნიკური პროცედურების დახვეწა იყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ საერთაშორისო სამშვიდობო მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება და ოპერაციის რაიონის კონტროლია.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)