|
2018-04-29 15:03:20, 971 ნახვა
რეგიონი
მესტიის რაიონულ სამმართველოს ლაშა ბაკურაძე უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ წარუდგინა. მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონულ სამმართველოს ლაშა ბაკურაძე უხელმძღვანელებს. ბაკურაძეს შინაგან საქმეთ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა. სამმართველოს უფროს მოადგილედ დაინიშნენ: ზაზა ელბაქიძე და ზურაბ ლომიტაშვილი. სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელები ეყოლება უბნის ინსპექტორთა განყოფილებას, ასევე ხაიშის, ბეჩოს და იფარის პოლიციის განყოფილებებს. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი გაიზარდა. 30 აპრილიდან, დაბა მესტიაში საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების უსაფრთხოებას დაიცავს. მესტიის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის/რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ცვლილებების მიზანია ჩვენს მოქალაქეებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე საპოლიციო-ოპერატიული მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)