|
2018-04-29 14:34:35, 13026 ნახვა
High - Tech
Xiaomi-მ ხელმისაწვდომი ელექტროსკუტერი SUPER SOCO გამოუშვა
ჩინურმა ტექ.გიგანტმა "სიაომიმ" ელექტროსკუტერი SUPER SOCO Electric Smart CU გამოუშვა. სიახლის ფასი 1150$ შეადგენს, ხოლო ბატარეის ბოლომდე დატენვის შემთხვევაში, მსუბუქი ტრანსპორტი უწყვეტლივ დაახლოებით 120 კმ-ს გავლას შეძლებს. გარეგნულად "სიაომის" სკუტერი სხვა ამდაგვარი სატრანსპორტო საშუალებებისგან დიდათ არ განსხვავდება, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით მას სპეციალური კამერა აქვს, რომელიც თქვენს მოგზაურობებს მეხსიერებაში ვიდეოფაილების სახით შეინახავს და შემდეგ პატრონის სურვილისამებს სოც.ქსელებში გააზიარებს. აგრეთვე აღსანიშვავია წინა ფარების უნიკალური დიზაინი და ციდრული დისპლეი, რომელზეც მთელი საჭირო ინფორმაცია იქნება გამოტანილი.
ახალი ელექტროსკუტერის მთავარი დანიშნულება მოკლე დისტანციებზე, ქალაქში გადაადგილებაა. მისი ბატარეა 26,32 ან ყველაზე ძვირადღირებული 38 ა.ს-ს მოცულობისაა. შესაბამისად 28 ა.ს-ს სკუტერის მფლობელი 80, ხოლო 38 ა.ს-ს 120 კმ-ს გავლას მოახერხებს. მაგრამ ყველაზე დიდი იმედგაცრუება საშუალოზე დიდ ადამიანებს ელის-სკუტერი მაქსიმუმ 70კილოგრამიან ადამიანებზეა გათვლილი. SUPER SOCO Electric Smart CU - ს შეძენა ჯერჯერობით მარტო ჩინეთშია შესაძლებელი. ელექტროსკუტერი წითელ, თეთრ, ოქროსფერ ან რუხ ფერებშია წარმოდგენილი. ყველაზე იაფი კონფიგურაცია (80კმ) 744$ , ხოლო ყველაზე ძვირადღირებული (120კმ) 1150$ ღირს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)