16:20 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 13:10:16, 2115 ნახვა

სამართალი
შსს-მ ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებულთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად, დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას აგრძელებს.

უწყების ინფორმაციით, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი მოსაშვილმა ახალქალაქში განახლებული დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერა.

რეაბილიტირებული იზოლატორი დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ წამების პრევებციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებს სრულად შეესაბამება. შენობის და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში გათვალისწინებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. იზოლატორში მოთავსებული პირებისთვის განკუთვნილი ფიცარნაგები რკინის ახალი, ინდივიდუალური საწოლებით შეიცვალა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

დროებითი მოთავსების იზოლატორში, ასევე, მოეწყო საგამოძიებო და ამოსაცნობი ოთახები, დაკავებულთათვის განკუთვნილი სასეირნო ეზო, საშხაპე და საპირფარეშო ოთახები.

2018 წლის ბოლომდე რამდენიმე დროებითი მოთავსების იზოლატორში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები ჩატარდება და სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები მოეწყობა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics