|
2015-05-23 10:35:14, 429 ნახვა
საზოგადოება
თბილისში დღეს სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა“ აღინიშნება
თბილისში დღეს სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა“ აღინიშნება. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, 23 მაისს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივით და ლოცვა კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის'' დღედ დადგინდა. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, თბილისში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. 09:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში მოციქული სვიმონ კანანელის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინება. 10:30 საათზე გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. 11:00 საათიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაიწყება აფხაზეთობის საზეიმო გახსნა და ოფიციალური მიღება, გაიმართება კულტურული ღონისძიებები, სამხატვრო და ლიტერატურული კონკურსების გამარჯვებულთა დაჯილდოვება, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენა-გაყიდვები, აფხაზური კერძების დაგემოვნება, კონცერტები, სადაც შესრულდება ქართულ-აფხაზური ცეკვები და სიმღერები. 18:00 საათზე საზეიმო დღესასწაული აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,აფხაზეთის" ახალი საკონცერტო პროგრამის პრეზენტაციით თბილისი არტ-ჰოლში დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)