13:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-27 16:21:27, 2286 ნახვა

მსოფლიო
მომიტინგეების ავტოკოლონა ერევნიდან გიუმრის მიმართულებით დაიძრა

სომხეთში მომიტინგეების ავტოკოლონა ერევნიდან გიუმრის მიმართულებით დაიძრა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ავტოკოლონას წინ აქციების ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანი უძღვება.

ფაშინიანის განცხადებით, აქციები ერევანში 2 დღით შეწყდება. მისივე განმარტებით, მომიტინგეებმა უნდა დაისვანონ, რათა 29 აპრილისთვის უფრო მობილიზებულები იყვნენ.

"მიტინგი გიუმრიში 17:00 საათზე ჩატარდება. ხვალ შედგება კრება ვანადზორში. ამის შემდეგ ჩვენ შევისვენებთ 29 რიცხვამდე, რათა ხალხმა დაისვენოს. ჩვენ 1 მაისს დაგეგმილი არჩევნებისთვის უნდა ვიყოთ მზად და გვჭირდება ენერგია, რადგან ფართომასშტაბიან აქციას მოვაწყობთ", - განაცხადა ფაშინიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics