14:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 14:21:48, 1613 ნახვა

კომენტარი
კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი პარტიის გაძლიერებაა

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიზანი პარტიის გაძლიერებაა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარტიაში რეფორმების ახალი ტალღაა საჭირო.

„რეფორმები საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პარტია. სწორედ ამ კუთხით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილის ჩართვა პარტიულ ცხოვრებაში თავმჯდომარის რანგში. აქ საუბარია მხოლოდ პარტიის გაძლიერებაზე, ამას სჭირდება მათ შორის შესაბამისი დროც, რისი დროც სამწუხაროდ ნაკლებად აქვს პრემიერს და სხვა პოლიტიკურ თანამდებობის პირებს. შესაბამისად ჰქონდა კონკრეტული მიზეზები ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ყველაფერს უნდა შევხედოთ პოზიტიურად, ნუ მისცემთ ნეგატიურ მიმართულებას. არის პოზიტიური პროცესები, რომელიც წარიმართება ჩვენს პარტიაში, ჩვენი ამოცანაა პარტიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვას - დარჩება თუ არა გიორგი კვირიკაშვილი პარტიაში, კობახიძემ ასე უპასუხა:

„ბუნებრივია, გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ის არის პრემიერ-მინისტრი, ის იკავებს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას საქართველოში, აქედან გამომდინარე მას ექნება ბუნებრივია საკვანძო როლი იმ პროცესებში, რომელიც დაკავშირებულია პარტიის განვითარებასა და გაძლიერებასთან“,-განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics