14:08 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 14:13:41, 1730 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: ივანიშვილი არსად წასულა - ის პოლიტიკაში მუდამ იყო ჩართული, უბრალოდ არაფორმალურად

„ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არსად წასულა. ის მუდამ იყო ჩართული, უბრალოდ არაფორმალურად“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი თავისი გამოჩენით „ქართულ ოცნებაში“ არსებული კრიზისის დარეგულირებას ცდილობს.

„პარტიაში სერიოზული კრიზისია და ასე დაბრუნებით ცდილობს, რომ ის დაარეგულიროს. საბოლოო ჯამში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მაინც ის იღებდა. ამიტომ, ამ სიტუაციას ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დაბრუნება და პარტიის თავჯდომარეობა არ უშველის, არამედ მათი დამარცხება და ხელისუფლების შეცვლა“,- განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.  როგორც მოქმედმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics