22:12 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 11:09:27, 3600 ნახვა

მსოფლიო
გროზნოში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო

ჩეჩნეთში, ქალაქ გროზნოში წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო.

„ბი ბი სი“-ს ინფორმაციით აქციის მონაწილეები, გროზნოს ცენტრში უკვე შეიკრიბნენ და მსვლელობისთვის ემზადებიან.

ჩეჩნეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ აქციაში მონაწილეობას სულ მცირე ნახევარი მილიონი ადამიანი მიიღებს.  

„გროზნოს ცენტრში შეკრებილი მოსახლეობა მთელს მსოფლიოს  დაანახებს, რომ ჩვენ წინასწარმეტყველ მუჰამედზე ხუმრობის უფლებას არავია არ მივცემთ“,-განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა.

ცნობისთვის, წინა კვირას მან განცხადა, რომ ყველა ვინც მხარს დაუჭერს ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს პოლიტიკას, რომელმაც მილიონნახევარი მუსულმანის რწმენა შეურაცხყო, ის გახდებოდა მისი პირადი მტერი. 

რაც შეეხება საპროტესტო მსვლელობას, ის გროზნოში, ახმატ-ხადჟი კადიროვის სახელობის მოედანზე დაიწყო და ბოლოს მასობრივი ნამაზით დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics