11:48 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 14:24:07, 2077 ნახვა

მსოფლიო
სომხეთში შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს

სომხეთის თავდაცვის მინისტრის ვიგენ სარქისიანის განცხადებით, ქვეყანაში შესაძლოა საგანგებო მდგომარეობა  გამოცხადდეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-არმენია" იუწყება.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საგანგებო მდგომარეობის შესაძლო ამოქმედება ერევანში მასობრივ საპროტესტო აქციებს უკავშირდება.

"ჩვენი სურვილია და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სურვილიც არის, რომ საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდეს, არც ახლა და არც მომავალში. თუმცა, ქვეყნის კანონმდებლობა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსგავსი სიტუაციების დროს საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ", - განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა. 

აქციები ერევანში დღეს განახლდა. მომიტინგეებს სტუდენტები და ჯარისკაცებიც შეუერთდნენ. 

ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში პოლიციის ჩხრეკის დროს პიკასოს მოპარული ნახატი აღმოაჩინეს
ანკარამ ნატოს სამიტის გამო საპროტესტო აქციებსა და დრონების ფრენებზე 13-დღიანი აკრძალვა დააწესა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა სრულად განახლდა
სააკაშვილი - თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics