|
2018-04-23 10:15:07, 641 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობამ ბორჯომის ადგილობრივ თვითმმართველობასთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომიის თავმჯდომარემ, ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა და ბორჯომის დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ამხანაგობების თავმჯდომარეებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, დევნილთა წინაშე არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარების საკითხზე. სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება, სადაც იმსჯელებენ დევნილთა წინაშე არსებული სხავადასხვა პრობლემების აღმოფხვრის გზებზე. შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია, ბორჯომის სოციალური სამსახურის წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)