|
2018-04-18 17:04:31, 12328 ნახვა
High - Tech
Sony-მ თავისი პირველი ორკამერიანი სმარტფონი გამოუშვა
„სონიმ“ 2018 წლის ფლაგმანი XZ2 Premium, მართალია ჯერ მხოლოდ რენდერების და სურათების სახით, მაგრამ საზოგადოებას უკვე წარუდგინა. იაპონური კომპანიის ახალი კალენდარული წლის ხედვა და ერთიანი დიზაინი 2 თვის წინ , ბარსელონაში გამართულ MWC 2018-ზე , XZ2-ს მოდელზე იქნა ნაჩვენები, მაგრამ "სონის" სმარტფონების არახალხმრავალი არმია "პრემიუმის" მოლოდინში იყო. და აი ისიც-"სონის" ისტორიაში პირველი ორკამერიანი ფლაგმანი.
ერთი შეხედვით "Premium", ორკამერიანი XZ2-ია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. 2 თვის წინ წარდგენილი ფლაგმანისგან განსხვავებით , XZ2 Premium-ს ოდნავ გაზრდილი ეკრანი, ოდნავ გაზრდილი ბატარეა (3540 მილიამპერი) და არც ისე ოდნავ გაზრდილი ეკრანის რეზოლუცია (4K) გააჩნია. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ფლაგმანი Android 8.0-ზე იმუშავებს. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 6 გეგაბაიტს შეადგენს და ის Snapdragon 845-ის პროცესორზე იმუშავებს. XZ2 Premium-ის წინა მოდელებთან შედარებით მთავარ ცვლილებას "მონოკამერა" წარმოადგენს - იაპონელები ამ წლიდან უკვე არც თუ ისე ახალ ტენდენციას შეუერთდებიან. სმარტფონის უკანა პანელზე თქვენ ორ ობიექტივს იხილავთ, შესაბამისად სმარტფონს 2 ძირითადი 19-ფართოკუთხიანი და 12-ე.წ საპორტრეტო მეგაპიქსელიანი მატრიცა გააჩნია. "სელფის" კამერამაც ევოლუცია განიცადა - მისი რეზოლუცია 13 მილიონ პიქსელს შეადგენს.
დამატებით პლიუსებში შეგვიძლია "სონის" სმარტფონებისთვის უკვე ტრადიციად ქცეული წყლისგან და მტვერისგან დაცვა და High-Res Audio-ს ფუნქცია ავღნიშნოთ. გაყიდვების სტარტი 2018 წლის ზაფხულიდან დაიწყება. ამ დროისთვის მთავარი - XZ2 Premium-ის სასტარტო ოფიციალური ფასი 900-1000$ იქნება, რაც Samsung Galaxy Note 8-ზე 300$-ით, ხოლო ახლადგამოსულ Samsung Galaxy S9+ ზე 200$-ით ძვირია. კიდევ ერთი კონკურენტი - Huawei Mate 10 Pro თქვენ 300$-ით ნაკლები დაგიჯდებათ...
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)