|
2018-04-18 17:04:45, 805 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ირანის გენერალურ კონსულთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან ჰოსეინ მაშჰადთან დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ირანის კონსულმა 3 წლიანი მოღვაწეობა შეაჯამა და კმაყოფილება გამოთქვა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ტენდენციაზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თავის მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2017 წლის მაჩვენებლებით, ირანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი პარტნიორია ტურიზმის სფეროში, რასაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლამ და აქტიურმა საჰაერო მიმოსვლამაც. ზურაბ პატარაძემ კონსულს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საქართველოსა და ირანს შორის რეგიონულ და სახელმწიფო დონეზე მეგობრული თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ირანის გენერალურ კონსულს მადლობის სიგელი გადასცა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)