08:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 16:18:38, 2222 ნახვა

მსოფლიო
ერევანში აქციის მონაწილეებმა მერიის შენობის ბლოკირება დაიწყეს - დაკავებულია 54 პირი

ერევანში მომიტინგეებმა მერიის შენობის ბლოკირება დაიწყეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა მერიამდე მისასვლელი გზებიც გადაკეტეს.

ერევნის პოლიციის პრესსამსახურის უფროსის ედგარ ჯანოიანის განცხადებით, სულ აქციის მსვლელობის დროს 84 პირი დააკავეს, რომელთაგან 30 უკვე გათავისუფლებულია. როგორც ჯანოიანმა აღნიშნა, დაკავებული არიან აქციის ის მონაწილეები, რომლებმაც ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს. სამართალდამცველების გარდა, ადგილზე გარდა სპეცრაზმია მობილიზებული.

მედიის ცნობით, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ძირითადი საპროტესტო აქცია გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. მან მომიტინგეებს მოუწოდა საკასაციო სასამართლოს, პროკურატურის და მთავრობის ადმინისტრაციის ბლოკადა მოეხდინათ.

ცნობისთვის, ვითარება ერევანში ორშაბათს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics