08:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-17 17:28:56, 2121 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანი აირჩია

სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანი აირჩია, - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა განაცხადა.

"სარგსიანის კანდიდატურას მხარი პარლამენტის 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 17 კანონმდებელი წინააღმდეგი იყო", - განაცხადა ბაბლოიანმა.

"რია ნოვოსტის" ცნობით, არჩევის შემდეგ სომხეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტები ქვეყნის უსაფრთხოება, თავდაცვის გაძლიერება და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე სერჟ სარგსიანმა კონსტიტუციის ახალი რედაქცია დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ძალაუფლება ქვეყანაში პარლამენტის და მთავრობის ხელში გადავიდა. რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს, ის მხოლოდ წარმომადგენლობით ფუნქციას შეასრულებს. სომხეთის ახალ პრეზიდენტად არმენ სარქისიანი დანიშნეს.

ცნობისთვის, სერჟ სარგსიანის პრემიერად დანიშვნას მოსახლეობა აპროტესტებს. ერევანში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უწყებების ბლოკადა განახორციელეს. ამასთან, მიტინგის დროს 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. ფიზიკური დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 29 პირი დააკავეს. პარალელურად ოპოზიციონერმა დეპუტატმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა  ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics